რას გთავაზობთ?
დასტა ბიზნესებს მესამე მხარის ლოჯისტიკური მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, რაც გულისხმობს პროდუქციის მიღებას დასტას საწყობში, ინვენტარიზაციასა და უსაფრთხო შენახვას, შეკვეთების აგროვებასა და გაცემას.
შედეგად ბიზნესი ზოგავს დროს, რესურსსა და ფინანსებს მარაგების მართვაში და კონცენტრირებულია ძირითად საქმიანობაზე.
3 PL პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს იქირაოს ზუსტად იმდენი სივრცე, რამდენიც რეალურად სჭირდება და გადაიხადოს თანხა მხოლოდ ფაქტობრივად გამოყენებულ ფართში.
გარდა შენახვისა, დასტას საწყობი მომხმარებელს სთავაზობს:
- მარაგების სრულყოფილ პროგრამულ აღრიცხვას; - 24/7 კონტროლს; - თანამედროვე და უსაფრთხო ინფრასტრუქტურას; - შეკვეთების აგროვებასა და დროულ მიწოდებას.
მცირე ბიზნესებისთვის ლოჯისტიკის მართვა ხშირად დამატებითი სირთულე და ხარჯია. დასტასთან პარტნიორობით, ეს პასუხისმგებლობა სრულად გადადის კომპანიის გუნდზე. შედეგად ბიზნესს აღარ სჭირდება საკუთარი საწყობის ქირაობა ან მის მართვაზე ზრუნვა, აღარ არის ჩართული შეკვეთების დამუშავებასა და მიწოდებაში. ბიზნესი ახდენს ხარჯების ოპტიმიზაციას და იღებს პროფესიონალურ მხარდაჭერას გამოცდილი და სანდო გუნდისგან.