ჩვენ შესახებ
„დასტა“ ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და წლების განმავლობაში დამკვიდრდა, როგორც დოკუმენტების უსაფრთხო შენახვის, ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და განადგურების მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების სანდო მიმწოდებელი.
დაგროვებული ექსპერტიზისა და ნდობის საფუძველზე, 2022 წელს შეიქმნა „დასტა 3PL“ — მიმართულება, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს მესამე მხარის ლოჯისტიკის სრულ ციკლს: ტვირთის მიღებიდან საწყობში, შეკვეთების დამუშავებასა და შეფუთვამდე, საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების ჩათვლით.
დასტა 3PL-ის მიზანია ლოგისტიკისა და მარაგების მართვის სფეროში ახალი სტანდარტების დამკვიდრება — შექმნას ინფრასტრუქტურა და პროცესები, რომლებიც ბიზნესებს აძლევს ოპერაციული მოქნილობის, ეფექტიანობისა და სწრაფი ზრდის რეალურ ბერკეტებს.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ლოგისტიკა აღარ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი, არამედ — სტრატეგიული უპირატესობა, რომელიც აძლიერებს კომპანიების პოზიციას ბაზარზე.
დასტა 3PL-ის მისიაა გახდეს ბიზნესების სანდო ლოჯისტიკური პარტნიორი — პროცესების ოპტიმიზაციით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და პროფესიული სტანდარტებით დავეხმაროთ კომპანიებს, ფოკუსირდნენ მთავარზე: ბიზნესის განვითარებასა და მასშტაბირებაზე.
ჩვენი ამოცანაა ლოჯისტიკური ჯაჭვის ყველა ეტაპის ოპტიმიზაცია — ტვირთის მიღებიდან საბოლოო მიწოდებამდე — პროცესების გამჭვირვალობის, სიზუსტისა და სისწრაფის უზრუნველყოფით.
დასტაში, ჩვენ გვჯერა, რომ ეფექტური ლოჯისტიკა ბიზნესის ზრდის საფუძველია. ამიტომ ვთავაზობთ სრულყოფილ გადაწყვეტას, რომელიც აერთიანებს სანდო ინფრასტრუქტურას, გამართულ პროცესებს და გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს — სწორედ აქ იწყება თქვენი ოპერაციული სიმარტივე.